
15 წლის მოზარდს მდინარე ჯუმში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავებიც. მოზარდის კვალი გუშინ საღამოს მას შემდეგ გაუჩინრდა, რაც ის მეორე ნაპირზე დარჩენილი საქონლის გადმოსარეკად შევიდა მდინარეში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვი სავარაუდოდ, ძლიერმა დინებამ წაიღო.
მოზარდის ადიდებულ მდინარეში შესვლა მეგობრებმა გადაიღეს, რომლებსაც არასრუწლოვანმა თავად სთხოვა ფეისბუქზე აეტვირთათ ვიდეო, თუ როგორ გადალახავდა მდინარეს.