სალომე ზურაბიშვილი ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე გამართულ მსვლელობაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. მოზეიმე მრევლმა ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული მუზეუმიდან მსვლელობით - საზეიმო ლიტურგიითა და გალობით ივერიის საკათედრო ტაძარში გადაიტანეს. 

ვლაქერნობას ზუგდიდში 1990 წლიდან აღნიშნავენ. დღესასწაულზე საკათედრო ტაძარში მუზეუმიდან გადატანილი კვართი მთელი დღის განმავლობაში რჩება და მასთან მიახლოვება მორწმუნეებსაც შეუძლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი