ოთხ კლინიკაში მომუშავე ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა

გამოქვეყნდა:

ექიმს, რომელიც გორის, მცხეთისა და თბილისის 4 კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდგინდა. "მთავარის" ინფორმაციით, მედიკოსს კოვიდ 19 7 აგვისტოს დაუდასტურდა და ის ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.

ინფორმაციას ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" შიდა ქართლის წარმომადგენელი ადასტურებს. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მედიკოსის კონტაქტების დასადგენად.  

გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და "გორმედში" სადაც 50 წლამდე ქალი ექიმის პოზიციაზე მუშაობს, კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 9 აგვისტოს მონაცემებით კოვიდ 19-ით 1 225 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 1000 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. 

მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 20 მილიონ ადამიანს უახლოვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი