ნიგერში სამხედროებმა პირდაპირ ეთერში სახელმწიფო გადატრიალების შესახებ განაცხადეს

გამოქვეყნდა:

ნიგერში სამხედროებმა ეროვნული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სამხედრო გადატრიალების შესახებ განაცხადეს. როგორც მათ სატელევიზიო მიმართვის დროს თქვეს, გააუქმეს კონსტიტუცია, შეაჩერეს ყველა ინსტიტუტის მუშაობა და ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები. 

სატელევიზიო მიმართვის კადრში ჩანს პოლოკვნიკი ამადუ აბდრამანი, მის უკან კი 9 ფორმიანი ჯარისკაცი. ნიგერის პრეზიდენტი მოჰამდე ბაზუმი სამხედროებმა 26 ივლისს დააკავეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩაკეტეს. 

"ჩვენ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა...გადავწყვიტეთ, რომ ბოლო მოვუღოთ იმ რეჟიმს, რომელსაც თქვენ იცნობთ. ეს მოჰყვა უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებას და ცუდ ეკონომიკურ და სოციალურ მმართველობას", - ამბობს პოლკოვნიკი აბდრამანი მიმართვაში. 

პოლკოვნიკი ნიგერის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ სიტუაციაში. 

მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა. როგორც ბლინკენმა თქვა, ნიგერი აფრიკაში ამერიკის უახლოესი მოკავშირეა და მის პრეზიდენტს "ურყევი მხარდაჭერა" აღუთქვა. ჯარისკაცების სატელევიზიო განცხადების შემდეგ ბლინკენმა მოუწოდა, გათავისუფლდეს პრეზიდენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი