ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა - დაშავდა 4

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, სოფელ კოხში დღეს დილით ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდები კოხში მეგობრის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებისას კი მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.

დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებგვერდი შსს-ში არკვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი