ახალი სქემა, რომელსაც კრემლი "ქართულ ოცნებას" სთავაზობს. გახმაურებული შეხვედრა "ქართული ოცნების" დეპუტატ გიორგი ვოლსკისა და რუსეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის პოლიტიკურ სკანდალად იქცა. "დროას" მიერ გასაჯაროებული კადრები და, რაც მთვარია, ინფორმაცია, ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვისგან მიიღო შემოთვაზება, რომელიც შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდეს - მაგრამ კრემლის პირობებით.
რკინიგზის გახსნა, ტვირთების გატარება, ურთიერთობები აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერებთნ და მოლაპარაკებები აფხაზეთთან პირისპირ. კრემლი ფაქტობრივად არ ცვლის მიდგომას და უარყოფს, რომ თავად არის ოკუპაციის და ეფექტური კონტროლის მფლობელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
დავით ხიდაშელი "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს უკვე მეორე დღეა, არ პასუხობს.