სარაკეტო შეტევა უკრაინის რეგიონებზე | "უკრენერგოს" ცნობით, დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა მიიტანა.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრენერგოს" ცნობით, დარტყმა იყო ენერგეტიკულ ობიექტებზე. 

"დაზიანდა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

არსებული ინფორმაციით, გადაუდებელი გამორთვა მოხდა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ხოლო საათობრივი გამორთვის გრაფიკი მოქმედებს ხარკოვის რეგიონში.

28 მარტის საღამოს, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეუტიეს. 29 მარტის დაახლოებით 4:00 საათზე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი