სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს, შესაძლოა, მოსაზღვრე სოფელი გადაეცეს

გამოქვეყნდა:

სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრის დემარკაციაზე მუშაობის ფარგლებში, შესაძლოა, სომხეთმა საქართველოს საზღვართან მდებარე სოფელი ჯილიზა გადასცეს. აღნიშნული ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია. 

"მთავარმა არხმა" საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პასუხი ვერ მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. 

Yerkir.am წერს, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არც უარყვეს და არც დაადასტურეს აღნიშნული და განაცხადეს, რომ დემარკაციის პროცესის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას თავის დროზე მიაწვდიან.

კიდევ ერთ ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოფელ ჯილიზას გამგებელი ამბობს, რომ ინფორმირებული არაა. მისივე თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზე არ მდებარეობს.

"ასეთი საუბრები არ ყოფილა, გარკვევით ვერაფერს ვიტყვი. [...] არ მჯერა, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს", - თქვა მან.

 

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი