სიხარულის ცრემლები, ემოციები და გამარჯვებით გაერთიანებული საქართველო | გულშემატკივრების სახალისო, ისტორიად ქცეული ვიდეოები

გამოქვეყნდა:

26 მარტის გამარჯვებამ მთელი საქართველო გააერთიანა. ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ულოცავდა, სიხარულის ცრემლებით ტიროდა. ყველას შესრულებული სიმღერითა თუ ცეკვით მოვიხიბლეთ. გამარჯვების ემოციები უამრავჯერ გადავახვიეთ, რამდენჯერაც გადავახვიეთ იმდენჯერ ვიტირეთ. სევდანარევ სიხარულს იწვევს ქართველი ემიგრანტების ზეიმი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე.

ვნახეთ ქომაგები - საოცარი კრეატივით. 26 მარტს საქართველომ ბიჭი კიბით - ლევან ყიზილაშვილი გაიცნო. უბილეთოდ დარჩენილმა ფორმა ჩაიცვა, ელექტროინჟინერობა დაიბრალა, კიბე დაიკავა და დინამო არენასკენ წავიდა. არ იყო ბილეთი, მაგრამ იყო კიბე  - და ასე მოხვდა საქართველო-საბერძნეთის მატჩზე. 

აი ვახო ბოლოთაშვილმა კი გამარჯვების პირველივე წუთებში ჩაწერილი ვიდეოთი გვითხრა, რომ ფეხბურთი ყველას აერთიანებს, მაგრამ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ოკუპანტია. ქომაგების ყველაზე დასამახსოვრებული და ახლა უკვე ისტორიად ქცეული ვიდეოები.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი