კოორდინირებული ბრძოლა "რუსული კანონისთვის" | "ოცნება" პროპაგანდისთვის საჯარო მოხელეებს იყენებს

გამოქვეყნდა:

როგორ იყენებს "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებს პროპაგანდისთვის და ვინ არის ჩართული "რუსული კანონისთვის" მთავრობის კოორდინირებულ ბრძოლაში? - გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" მიხედვით, ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და თავისი ზრახვების გაცხადება მმართველმა პარტიამ 1 აპრილიდან დაიწყო.

ამ თემაზე ​ჯერ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა, შემდეგ კი მას კოორდინირებულად აჰყვნენ სქემის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ტელეკომპანია POSTV და "იმედი." როგორც "აი, ფაქტი" წერს, სოციალურ ქსელებში დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მწყობრი სვლაც და ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი ადამიანები შეთანხმებულად, ერთი და იმავე ინფორმაციას აზიარებენ - თუ რას გულისხმობს კანონპროექტი. 

გამზიარებელთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოების, სახელმწიფო რწმუნებულის თანამშრომლები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები. საქართველოს 58 დაბისა და ქალაქის ადგილობრივ მთავრობებში დასაქმებული 230 პირის ფეისბუქ გვერდების მონიტორინგზე დაყრდნობით, "აი, ფაქტი" წერს, რომ ამ ადამიანებს ერთი პოსტის გაზიარების მითითება ჰქონდათ. 

ცნობისთვის, მონიტორინგის შედეგები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფოტო: "აი, ფაქტი."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი