"პატარა გადაცდომა და ყველა იქნება მკაცრად დასჯილი" | ღარიბაშვილის რუსული პროპაგანდა, ულტიმატუმი EU-ს და მუქარა ახალგაზრდებს

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას, ნურავის ნუ ექნება ილუზია რომ ვინმე რაიმეს მოაწყობს. პატარა გადაცდომა იქნება, ყველა იქნება მკაცრად დასჯილი - იმუქრება ღარიბაშვილი და ახალგაზრდებს ახსნებს, "რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე"

"2012 წლამდე მარტო ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, მმართველი ელიტა, რომელიც მაშინ იყო გაპარპაშებული. ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეეძლო ევროპაში გადაადგილება. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს ბილეთი 100 ევროდ, გაფრინდეს ევროპაში. ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა" - ამბობს ღარიბაშვილი. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან მზად არ არის. მისი მტკიცებით, არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის.

"ოცნების" თავმჯდომარემ მედიასთან ისაუბრა რუსულ კანონზეც და პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენა - ღარიბაშვილის თქმით, თუ დასავლელი პარტნიორები გვეტყვიან, რომ ხვალვე გავხდებით EU-ს წევრი ქვეყანა, "ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება."

"დღეს ქვეყანა ვერ გახდება, არ ვართ მზად, რომ გავხდეთ წევრი ქვეყანა. ხო ასეა? ხომ მეთანხმებით? არ არის დღეს კონსენსუსი ამაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. მით უმეტეს, ეხლა ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. დრო დასჭირდება და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ რა, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი არის ძალიან კარგად," - ამბობს ღარიბაშვილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი