პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მწერალი, ნაირა გელაშვილი ტყუილს ამბობს, რუსული კანონის წინააღმდეგ წერილში. გელაშვილი "ნეტგაზეთზე" გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ ამ კანონით მოქალაქეთა უზარმაზარი მასა გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ.

მისი თქმით, მიუღებელია, რომ "ყველას ერთნაირად, ერთიანად, წინასწარ აცხადებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ჯერ იყო "აგენტი", პირველ ვარიანტში [2023 წლის მარტში], ახლა ვითომ შეცვალეს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ შემოიღეს, მაგრამ შინაარსი იგივეა".

"რაც თქვა ქალბატონმა ნაირამ, არის ტყუილი. ეს არის მთავარი, დანარჩენი ხომ არაფერი არ არის მთავარი. ქალბატონმა ნაირამ რაც თქვა, სიმართლეა, რაც თქვა კაცო? ვინ ცხადდება ჯაშუშად? ეს სიმართლე რანაირად არის? რანაირად არის [უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი] აგენტი კაცო, ეს ხომ უმარტივესი ტყუილია? ამიტომ, მთავარია სიმართლე", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი