უფრო აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ბიზნესმენებისგან მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ, არჩევნებს სჭირდება დაფინანსება | კობახიძე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ წელს კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებენ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოიზიდონ ბიზნესის წარმომადგენლებისგან. 

კობახიძის თქმით, "არჩევნებს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება."

"რა თქმა უნდა, ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას," ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება...ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და ამას, რა თქმა უნდა, აფასებენ ბიზნესმენები. აფასებენ მეწარმეები. მადლობა თითოეულ იმ კომპანიასა და მეწარმეს, რომელმაც შესწირა თანხები "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ მეტი შემოწირულება მოვიზიდოთ. იმიტომ, რომ არის არჩევნები და არჩევნებს, რა თქმა უნდა, სჭირდება დაფინანსება," - განაცხადა კობახიძემ.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი