პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს, 23 აპრილს საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გამართა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კომისიის თავმჯდომარემ თამარ სულუხიამ განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას და კიდევ ერთხელ იმსჯელებენ კანდიდატებზე, რათა კონკრეტული სია მიაწოდოს პრეზიდენტს.

"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ამ გამჭვირვალე პროცესს, რათა საზოგადოებისათვის სრულიად გამჭვირვალედ იქნეს შერჩეული ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.

კომისიამ 28 კანდიდატიდან მოკლე სია შეარჩია, ეს იყო კონსენსუსის წესით შერჩეული 8 კანდიდატი, რომლებთან ინტერვიუებიც დღეს განვახორციელეთ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც შეირჩა მოკლე სია - კონსენსუსი აღვნიშნე, ანუ მხოლოდ ის აპლიკანტები მოხვდნენ მოკლე სიაში, რომლებსაც ხმა მისცა კომისიის ყველა წევრმა იმ გამონაკლისი შემთხვევების სახით, სადაც ყველა კონკრეტულმა წევრებმა კონკრეტულ აპლიკანტებს მისცეს აცილება ინტერესთა კონფლიქტის საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ერთი ასეთი აპლიკანტი იყო, ბატონი არჩილის შემთხვევაში კი, ორი აპლიკანტი," - განაცხადა თამარ სულუხიამ.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს წევრის 4 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2024 წლის 7 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. გასაუბრების შედეგებს კომისია პრეზიდენტს 1 მაისამდე წარუდგენს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი