ესპანეთის პრემიერმა, მეუღლის კორუფციასთან შესაძლო კავშირის გამო, საჯარო მოვალეობების შესრულება შეაჩერა

გამოქვეყნდა:

მეუღლის კორუფციულ საქმესთან სავარაუდო კავშირის გამო ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"[სასწრაფოდ უნდა] გადავწყვიტო გავაგრძელო მთავრობის მეთაურობა, თუ უარი ვთქვა ამ ღირსებაზე," - განაცხადა სანჩესმა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ბეგონია გომესი დაიცავს თავის ღირსებას და იმუშავებს სასამართლო სისტემასთან. ესპანეთის ლიდერი გადაწყვეტილებას 29 აპრილს გამოაცხადებს.

გაცნობებთ, რომ საჩივარი ბეგონა გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი