"ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელებას ადამიანებთან, რომლებიც რუსულ კანონს ემხრობიან" | ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

გამოქვეყნდა:

ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, კიდევ ერთმა წევრმა, მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა, მანუჩარ გოგოლაურმა დატოვა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მთელი სახელმწიფო მანქანა გადასულია იმაზე, რომ შეადგინონ სიები, ხალხი წაიყვანონ და რაღაც უაზრო კანონი გაამართლონ.

ამ ფონზე მე ვერ ვხედავ თანამშრომლობის გაგრძელებას იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსულ კანონს ემხრობიან.

თავიდან იმიტომ მივიღეთ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება, რომ რაღაცა ფორმით გვეთანამშრომლა და ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა მერიისთვის, რაზე უნდა ვითანამშრომლოთ როცა ქვეყანა სხვა გზით მიდის, არ ვიცი.

ბოლო სამი დღეა თათბირი თათბირზე ტარდება და მიდის გამალებული მუშაობა ვინ რამდენ კაცს წაიყვანს აქციაზე. მსგავს ვითარებაში ხელისუფალი როგორ ამთავრებს, ყველამ კარგად ვიცით. აღარ აქვს აზრი თანამშრომლობას, რაზე უნდა ველაპარაკო. წელიწადზე მეტია ვერიპლანის დასახლების აღმართი გადათხრილია, ამას არ აქცევენ ყურადღებას და გადართულები არიან იმაზე, როგორ წაიყვანონ ხალხი აქციაზე“, – ამბობს მანუჩარ გოგლაური.

 იგი მოუწოდებს საბჭოს სხვა წევრებსაც პროტესტის ნიშნად დატოვონ საბჭოს წევრობა.

შეგახსენებთ, საბჭო დატოვა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა, ჯაბა ნათენაძემაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი