ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა | ტუსკი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში ჩამოვარდა.

ტუსკმა მისი წინამორბედი, მატეუშ მორავეცკი უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა:

"დღეს ლვოვის რაიონში ათობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა. ერთი მათგანი ჩვენი საზღვრიდან 15 კილომეტრში. ამ დროს მორავეცკი ბუდაპეშტში პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან აყალიბებს საერთო ანტიევროპულ სტრატეგიას. სისულელე? ღალატი? ან ორივე?" წერს ტუსკი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი