შემოღობილი პარლამენტის კედლიდან ახალგაზრდების მიერ დატოვებულ წარწერას,"საქართველო არის შენი", შლიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" რუსული კანონის მხარდასაჭერი აქციისთვის ემზადება და, სავარაუდოდ, მათი დავალებით, პარლამენტის კედლიდან, ახალგაზრების მიერ დატოვებულ წარწერას - "საქართველო არის შენი!" - შლიან. 

მანამდე კი პარლამენტის წინა ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პარლამენტი "ოცნების" აქციის მოსამზადებელი სამუშაოების გამო შემოიღობა.

29 აპრილს  "ქართული ოცნება" რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მხარდამჭერ შეკრებას აწყობს და მასში მონაწილეობის მისაღებად, რეგიონებიდან საჯარო მოხელეები ჩამოჰყავს. 

იქამდე ერთი დღით ადრე კი ხვალ, 28 აპრილს 19:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას მართავს, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და მსვლელობით პარლამენტთან გაგრძელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი