ჰექტრობით მიწა 1 ლარად | რა ქონების პატრონია შალვა პაპუაშვილი?

გამოქვეყნდა:

ამ კვირაში კითხვები პარლამენტის თავმჯდომარის ქონებაზე გაჩნდა. ირკვევა რომ  შალვა პაპუაშვილმა 20 ჰექტარი  ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, სოფელ ვაქირში, ბიძაშვილისგან სიმბოლურ ფასად  -  1 ლარად, 2020 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა. პაპუაშვილი ამტკიცებს რომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რადგან ქონება ბაბუის, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრება იყო, შემდეგ მხოლოდ ამის გადაფორმება და რეესტრში გატარება მოხდა.  

ალაზნის ველზე მდებარე უნიკალური ტყე და მიწის ფართობი  შალვა პაპუაშვილის ბიძაშვილმა  ედუარდ შევარდნაძის  ხელისუფლების დროს   49-წლიანი იჯარით მიიღო, 2011 წელს კი საკუთრებაში დაირეგისტრირა.

სავარაუდოდ ზურაბ და  შალვა პაპუაშვილებმა წილებიც  თანაბრად მაშინ გაიყვეს.  ზურაბ პაპუაშვილის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ფაქტობრივი თანამესაკუთრე შალვა პაპუაშვილი იყო, პარლამენტის  თავმჯდომარემ  მიწის 50% საკუთრებაში 2020 წელს დაირეგისტრირა.

ქონებრივი  დეკლარაციიდან ცნობილი ხდება რომ  2011-დან, 2020 წლამდე,  მიწების   50 %-იანი წილის  მფლობელი შალვა პაპუაშვილი, დარჩენილი 50% კი მისი ბიძაშვილის, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრება იყო. ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ  ოთხი წლის წინ  ბიძაშვილებს შორის  წილები   გაიყო  და  შალვა პაპუაშვილმა  ბიძაშვილის  საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის 50%  თავად გაიფორმა, რაშიც  ზურაბ პაპუაშვილს სულ რაღაც 1 ლარი გადაუხადა. 

კახეთში გადაფორმებული  მიწები უკვე მოხდა  შალვა პაპუაშვილის ახალ დეკლარაციაში,  საიდანაც ცნობილი ხდება რომ  სიღნაღის  რაიონში, სოფელ ვაქირში მდებარე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა  და   20 ათასი ჰექტარი  ტყის  მეპატრონე შალვა პაპუაშვილია. ქიზიყში პაპუაშვილების ოჯახის ქონებაზე   ღიად საუბარს ყველა ერიდება.

ოფიციალურ დოკუმენტებში არაფერი წერია, იმაზე თუ როგორ  აღმოჩნდა ქიზიყის უნიკალური  მიწები  და  ათობით ათასი ჰექტარი ტყე პაპუაშვილების საკუთრებაში.  პაპუაშვილს დეკლარაციაში მხოლოდ ის უწერია, რომ ათობით ათასი ჰექტარი მიწა  და ტყე 2020 წელს   1 ლარად არა სახელმწიფოსგან, არამედ საკუთარი ბიძაშვილისგან  შეიძინა. ინფორმაცია შალვა პაპუაშვილის  სახელზე გადაფორმებულ  მიწის ნაკვეთებზე გამოცემა "ბათუმელებმა" გაავრცელა. 

შალვა პაპუაშვილს  არასდროს უხსენებია რომ  მისი სიმამრი,  წინ ხელისუფლების  დროს ნაციონალური მოძრაობის  წევრი იყო. კახა სუთიძე 2008 წელს საქართველოს პარლამენტში  სწორედ ნაციონალური მოძრაობის სიით  ირიცხებოდა.  

სახელმწიფოს  კუთვნილი მიწების გარდა,  შალვა პაპუაშვილის და მისი ოჯახის  საკუთრებაა არაერთი  საცხოვრებელი სახლი თბილისში,  ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები და ძვირადღირებული ავტომობილები.  პარლამენტის  თავმჯდომარემ, რომელიც  მისივე პარტიის მიერ ინიცირებულ  რუსულ კანონს  თავგამოდებით იცავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დიდი ქონება დააგროვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი