იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილიც გააძევეს. 

"კომიტეტის თავმჯდომარე უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის საშუალებას კოლეგებს...გვქონდა უამრავი შეკითხვა და შენიშვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კანონი არის რუსული კანონი...მაგრამ მათ არ სურთ შენიშვნების მოსმენა. მათ აქვთ დავალება, რაც შეიძლება მალე ყველა დეპუტატი გააძევონ, დაასრულონ სხდომა და შემდგომ კონტრაქციაზე გავიდნენ," - აცხადებს ბეჟაშვილი მედიასთან.

მანამდე დარბაზიდან გააგდეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძეც, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსული კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვის დასრულების საშუალებას არ აძლევს და მიკროფონს უთიშავს. პერიოდულად კი მიკროფონის გარეშე საუბრის შემთხვევაში დარბაზიდან გაძევებით ემუქრება.

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი