"ქართული ოცნება ძალა აღმართს ხნავს, ამ პრინციპს მიმართავს" | სხდომიდან ქეთევან თურაზაშვილიც გააძევეს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, "მოქალაქეების" წევრი, ქეთევან თურაზაშვილი გააძევეს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას არ ესიამოვნა მისი განცხადება, რომ "ოცნება" პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, რაც მისი თქმით, გამოიხატა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე განხორციელებულ ძალადობაში. 

მანამდე სხდომიდან გააძევეს - თამარ ჩარკვიანი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი.

"ოცნება" ძალა აღმართს ხნავს, ამ პრინციპს მიმართავს, ისინი არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ რეალურად პასუხები არ აქვთ", - თქვა გამოძევებულმა დეპუტატმა.

დეპუტატის გაძევების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა:

"ნუ ინერვიულებთ ნურც ერთი, თქვენ პატრონებთან მაქვს საქმე და არა თქვენთან რა, პირდაპირ გეუბნებით და იცით რასაც გეუბნებით, თქვენ შემკვეთებთან მაქვს საქმე და თქვენთან არა", - თქვა მდინარაძემ. 

მთავარი არხის საგანგებო ეთერი | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი