ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიკროფონებს უთიშავს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის "განხილვა" გრძელდება. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვის დასმისა და სიტყვის დასრულების საშუალებას არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აძლევს და მიკროფონს უთიშავს. 

ოხანაშვილმა სიტყვა ჩამოართვა საიას თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს; "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროექტის მენეჯერ ლიკა საჯაიას; "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორ გურამ იმნაძეს; "ლიბერალური აკადემიის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუშს, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის წარმომადგენელ ნათია კუპრაშვილსა და სხვებს.

ქურდოვანიძე რუსულ კანონში არსებულ ბუნდოვან ტერმინებზე საუბრობდა და ითხოვდა მათ განმარტებას. მას აინტერესებდა, რას ნიშნავდა "უცხოური გავლენა" ან "უცხოური ძალების ინტერესების გატარება." ასევე, სვამდა კითხვას იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის მათ, ვინც რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს. თუმცა, ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ქურდოვანიძეც და სხვებიც რეგლამენტს "არღვევენ."

მანამდე კი ოხანაშვილმა დარბაზიდან 7 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი