საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავრონ, არაუმეტეს 30 დღისა.

უწყების ცნობითვე, ჩინეთში მთლიანი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • საქმიანი ვიზიტი.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, ჩინეთში ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში ( 30 დღეზე მეტი), ასევე სამუშაოდ, სასწავლებლად, მედია-ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა მიზნით, ესაჭიროება შესაბამისი ვიზა.

26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი