"რუსული კანონი არ მომწონს", "ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს..." | "ოცნების" კონტრაქციაზე მისული მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

"რუსული კანონი არ მომწონს", "ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს..." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე მისული მოქალაქეები ამბობენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ არ იციან, რა ღონისძიებაზე მივიდნენ. ნაწილი კი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე "ზეიმია". მათი ნაწილის მტკიცებით, თავად იციან, რა კანონზეა საუბარი, თუმცა ოპოზიციის წევრებმა - არა.

"რას ვითხოვ? საქართველოს თავისუფლებას და კეთილდღეობას...  ეს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ტერიტორიები დაიბრუნოს, მაგრამ, მივცეთ იმის შანსი რომ... [ჟურნალისტი: რუსული კანონი დაიბრუნოს?] არა რუსულ კანონს", - ამბობს "ოქნების" პარტაქტივის ერთ-ერთი წევრი.

"რუსული კანონი არ მომწონს, რა თქმა უნდა, მაგრამ საზოგადოება, უმრავლესობა სადაც არის, იქ უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი", - ამბობს "ოცნების" აქციაზე მისული კიდევ ერთი მოქალაქე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი