"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ სახელწოდებით ზუგდიდის ცენტრში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. 

ქალაქის მერიასთან, საიდანაც, საჯარო მოხელეების უმეტესობა ხელისუფლებამ თბილისში, კონტრაქციაზე წამოიყვანა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იკრიბებიან. მოგვიანებით, ისინი ქალაქში მსვლელობასაც გეგმავენ.

ისინი მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, არ შეუერთდნენ რუსულ მარშს და საკუთარი შვილების მომავალი დაიცვან. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი