"რაც არ უნდა იძალადონ, არ გავჩერდებით. არა რუსულ კანონს!" | ქუთაისში აქციისთვის ემზადებიან

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მთავარ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციისთვის ემზადებიან. არა რუსულ კანონს - აქციის მთავარი ლოზუნგია და მისი ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქცია სპონტანურად ჩაინიშნა - "რაც არ უნდა იძალადონ ჩვენზე პასუხი იქნება ზუსტად ასეთი - კულტურით, ხელოვნებით, მაგრამ ძალიან დიდი წინააღმდეგობით. არ გავჩერდებით, ვაგრძელებთ" - ამბობს ორგანიზატორი და ქუთაისელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

დაგეგმილია ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი