ბრეგაძის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიხმო. რატი ბრეგაძის ინფორმაციით,  25 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროში შევიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მესამე პრეზიდენტის წერილი სტრასბურგის სასამართლოდან მისი საჩივრის გახმობის შესახებ.

18 აპრილით დათარიღებულ წერილში სააკაშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ ამჟამად პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიების გამო ევროპარლამენტარებიც გააკრიტიკა.

"18 აპრილს, ჯერ კიდევ ჯერ კიდევ სააკაშვილი ითხოვს თავად სარჩელის ამორიცხვას, ასევე, წერილში აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილი არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ. ეს ყველაფერი ნათლად მოწმობს იმაზე, რომ რეზოლუციის მინიმუმ ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური. ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მათ შორის, მათზე, ძალიან დიდი გავლენა იქონია როგორც ჩანს, იმ დეზინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", - ამბობს ბრეგაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი