არა რუსულ კანონს! | ქართველებმა ნიუ-იორკში და ლონდონში აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს - ქართველმა ემიგრანტებმა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში აქცია გამართეს. ბრიტანეთში მოქალაქეები ლონდონში შეიკრიბნენ, ამერიკაში კი ნიუ-იორკში. 

მათ თან ჰქონდათ საპროტესტო ბანერები და დროშები. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამშობლოდან შორს არიან, მაგრამ აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც "ოცნების" მიერ ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონს საქართველოში პროტესტი მოჰყვა, ემიგრანტებმაც სხვადასხვა ქვეყნებში პერმანენტულად დაიწყეს აქციების გამართვა. 

1 მაისს "ოცნებამ" რუსულ კანონს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. დარჩენილია მესამე, საბოლოო მოსმენა. 

 

ლონდონი, ფოტო ნოდარ რუხაძე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი