ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას | საფრანგეთის საგარეო თბილისში გამართულ აქციებზე

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

"საფრანგეთი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში სიტუაციას. ის, გმობს დემონსტრანტების მიმართ ძალადობას, უცხოური გავლენების შესახებ კანონის მიღების შემდეგ. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს, მისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი აქციები გრძელდება. "ქართულმა ოცნებამ" კანონს მეორე მოსმენით მხარი 1 მაისს დაუჭირა. პარალელურად მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი