დაგმეთ მათი რეპრესიული პოლიტიკა, ანტიევროპული რიტორიკა | წერილი "ოცნების" ლიდერების გერმანელ პროფესორებს

გამოქვეყნდა:

იურისტები, პროფესორები, მკვლევრები "ქართული ოცნების" დეპუტატებისა და მთავრობის წარმომადგენლების - პრემიერ კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოხანაშვილის სადოქტორო დისერტაცების ხელმძრვანელ გერმანელ პროფესორებს მიმართავენ. 

წერილი მიემართება - მარტინ მორლოკს - კობახიძის ხელმძღვანელი, მაიკლ მარტინეკს - პაპუაშვილის ხელმძღვანელი, ოტო ლუხტერჰანდს - ბრეგაძის ხელმძღავენლი და მარტინ ჰეგერს - ოხანაშვილის ხელმძღვანელი. ისინი დიუსელდორფის, ზაარბრიუკენის, ჰამბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორები არიან. 

"გვსურს ვიფიქროთ, რომ თქვენი მენტორობით ამ პიროვნებებს ჩაუნერგეს ევროპული სამართლის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები" - ნათქვამია მიმართვაში და აღნიშნულია, რომ მთავრობამ მკვეთრად გადაუხვია მისივე დაპირებისგან და ხელისუფლების ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული ღირებულებების ფუნდამენტურ პრინციპებს, "აჩენს კითხვებს იმ იურიდიული განათლების გავლენის შესახებ, რომელიც მიიღეს ჩვენმა ლიდერებმა".

"კანონები უნდა იყოს გამოყენებული ხალხისთვის, და არა მათი რეპრესიებისთვის. ჩვენ მოწმენი ვართ დემოკრატიული პრინციპების რღვევისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღების - ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ გაკვეთილებს, რომლებიც მათ გერმანიაში ყოფნის დროს უნდა ესწავლათ. [...]

როგორც  განმანათლებლებსა და მეცნიერებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ლიდერების გონების ჩამოყალიბებაში, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ მორალური მოვალეობა, ისაუბროთ... მოგიწოდებთ, საჯაროდ დაგმოთ რეპრესიული პოლიტიკა და ანტიევროპული რიტორიკა, რომელიც ანადგურებს ჩვენი დემოკრატიული საზოგადოების ქსოვილს", - ნათქვამია მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი