ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და წადი სახლში | სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

დაწერე განცხადება და წადი სახლში! - "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს:

"ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში დარჩიაშვილის მოსმენა იყო დაგეგმილი, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების წითელი დონე აამოქმედეს და დღეს ყველანაირი სხდომა გააუქმეს. შენობაში არ უშვებენ არავის. მიზეზად კი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეების მიერ "შენობის და ინფრასტრუქტურის დაზიანებაა" დასახელებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი