ვგმობთ ძალადობას თბილისში დემონსტრაციებზე; იტალიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანებას |ტაიანი

გამოქვეყნდა:

"ვგმობთ ძალადობის გამოყენებას დედაქალაქში დემონსტრაციების დროს," - წერს იტალიის ვიცეპრემიერი და  საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ იტალია ყურადღებით აკვირდება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

"ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ხდება თბილისში. ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას დედაქალაქში დემონსტრაციების დროს. იტალიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანებას," - წერს ტაიანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი