"ქართული ოცნება" სულ უფრო და უფრო კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისთვის | ჰაკერი

გამოქვეყნდა:

"ოცნება" სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მხარდაჭერის დაკარგვისა და ლეგიტიმურობის შემცირების ნიშანია.

"დღევანდელი "ქართული ოცნება" სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება ხალხის [მხარდაჭერის] დაკარგვისა და ლეგიტიმურობის შემცირების ნიშანია. არა რუსულ კანონს!" - წერს ჰაკერი.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი