"სასამართლოს გუშაგის" დამკვირვებელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

“სასამართლოს გუშაგის” დამკვირვებელი მეგი შამათავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  არ შეუშვეს. სხდომაზე დასწრება ვერც მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებმა შეძლეს - ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მანდატურებმა ვერ დაასაბუთეს მიზეზი:

"მანდატურმა  შესვლის პირველ მცდელობაზე განმარტა, რომ დამკვირვებლები შენობაში შესვლას მხოლოდ საბჭოს სხდომის დაწყების შემდეგ შეძლებდნენ. მეორედ შესვლის მცდელობაზე მანდატურებს ჰქონდათ დაუსაბუთებელი განმარტებები - ამბობდნენ,  რომ სხდომაზე დასწრება “არ შეიძლება”, თუმცა შეზღუდვის მიზეზს ვერ ასახელებდნენ.

სხდომა 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.
შენობაში ხელახალი შესვლის მცდელობისას მანდატურებმა განაცხადეს,  რომ რადგან სამუშაო საათები დასრულდა,  დამკვირვებლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვეღარ შევლენ." ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის:„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები თითქმის 2 წელია,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აკვირდებიან. დასწრებასთან დაკავშირებით პრობლემები 25 აპრილს დაიწყო, როცა შენობაში არ შეუშვეს  “სასამართლოს გუშაგის” ანალიტიკოსი ქეთი გაჩეჩილაძე.

აღნიშნულს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება და მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ შეუშალოს ხელი მონიტორინგის განმხორციელებელ ორგანიზაციებს და უზრუნველყოს მათი საქმიანობის შეუფერხებელი გაგრძელება.

"საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანიზაციებს საქმიანობაში განზრახ უშლის ხელს.

 დღეს საიას წარმომადგენელი საბჭოში არ შეუშვეს. სხდომაზე მისულ საიას თანამშრომელს, საბჭოს მდივნის ზეპირ მითითებაზე დაყრდნობით, განუცხადეს რომ არასამუშაო საათების გამო, გარეთ უნდა დალოდებოდა სხდომის დაწყებას. საგულისხმოა, რომ სხდომის დროს თავად საბჭო განსაზღვრავს.

 საიას თანამშრომელმა, მიუხედავად მოთხოვნისა, შენობა არ დატოვა, რადგან საბჭოს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს რაიმე ოფიციალური აქტის დასახელება, რითაც იცვლებოდა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა. საია საბჭოს მუშაობას ათზე მეტი წელია აკვირდება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მონიტორს შეეძლო იუსტიციის საბჭოს შენობაში, კერძოდ, მოსაცდელში დალოდებოდა სხდომის დაწყებას.

უკანასკნელი წლებია უკვე ჩვეულ წესად იქცა საბჭოს სხდომების გადადება, ასევე სხდომების დაწყების დაგვიანება - ზოგჯერ საათობით. ეს ფაქტი ისედაც მნიშვნელოვნად ართულებდა მონიტორინგს. სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლების შენობაში არ შეშვების მცდელობა კი, უკვე ნამდვილად არის ნაკარნახევი მონიტორინგის განხორციელებაში ხელშეშლის მოტივებით.

#საია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ შეუშალოს ხელი მონიტორინგის განმხორციელებელ ორგანიზაციებს და" - წერს


 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი