უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 13 "შაჰიდი" ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მათ რუსების მიერ გაშვებული 13-ვე "შაჰიდის" ტიპის დრონი გაანადგურეს.

"4 მაისის ღამეს მტერმა ბელგოროდის რეგიონიდან გაუშვა 13 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, საჰაერო ძალების დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფებმა გაანადგურეს 13 თავდასხმის თვითმფრინავი ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში," - აცხადებს საჰაერო ძალების სარდალი, მიკოლა ოლესჩუკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი