იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა

გამოქვეყნდა:

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის კურთხევის რიტუალი შესრულდა. იესო ქრისტეს საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა, თეოფილე მესამემ, გამოიტანა.  

მართლმადიდებელთა რწმენით, ეს უდიდესი საიდუმლოა, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს აღესრულება. მის სანახავად და იესო ქრისტეს საფლავის მოსალოცად იერუსალიმში მრავალი ქვეყნიდან ჩადიან მომლოცველები.

ცნობისთვის, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში აღდგომის ღამეს, 23:00 საათის შემდეგ ჩამოიტანენ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი