კრემლი ე.წ. უცხოელ აგენტებს არჩევნებში მონაწილეობას უზღუდავს

გამოქვეყნდა:

ე.წ უცხოელი აგენტებისთვის რუსეთში ახალი აკრძალვები დაწესდა. მათ, ვინც კრემლის აზრით უცხოურ ინტერესებს ემსახურებიან, არჩევნებში მონაწილეობა და დამკვირვებლობის საშუალება შეეზღუდებათ. ამ ჩანაწერით შესწორებები რუსეთის სახელმწიფო დუმის ერთ-ერთმა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას მიიღო.

ცვლილებებით, "უცხოეთის აგენტად" გამოცხადებულ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში ყველა დონის არჩევნებზე კანდიდატად დარეგისტრირება და კანდიდატის მინდობილ პირად ყოფნა აღარ შეეძლებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი