"ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერმინისტრის" | ბრიტანეთის ყოფილი ელჩი კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "გატუტუცებულ ბავშვს" უწოდებს.

"საქართველოს პრემიერს გასაოცრად შეურაცხმყოფელი ენა აშშ-ის მთავრობის მიმართ ნათელს ხდის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა, მთლიანად 
გაწყვიტოს ურთიერთობები აშშ-სთან და რუსეთის წინ მუხლებზე დაემხოს, ქართველი
ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ. ყბა ჩამოგივარდება 
ადამიანს. ეს გატუტუცებული ბავშვის სიტყვებია და არა ქვეყნის პრემიერმინისტრის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნის, რომელსაც აშშ ასე მტკიცედ უჭერდა მხარს დამოუკიდებლობის შემდეგ" - წერს ბრიტანეთის ყოფილი ელჩი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 მაისს, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს კრიტიკას კრიტიკით უპასუხა და აშშ დაადანაშაულა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობის მხარდაჭერაში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი