კი ევროპას, არა რუსულ კანონს | ზუგდიდის მერიასთან აქციაა

გამოქვეყნდა:

კი ევროპას, არა რუსულ კანონს  - ზუგდიდი მერიის წინ ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და არამხოლოდ, დედაქალაქის მსგავსად ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც კანონპროექტს უკვე ორი მოსმენით დაუჭირა მხარი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ "ოცნება" ქვეყანას რუსულ სივრცეში აბრუნებს და ამის საწინააღმდეგოდ ახლა გაერთიანებაა საჭირო. შესაბამისად, ზუგდიდელები გეგმავენ თბილისში მიმდინარე პერმანენტულ აქციებს შეუერთდნენ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი