უწყვეტი პროტესტის 21-ე დღე | ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებით დაიბადა ახალი საქართველო - ფერადი, გონიერი, განათლებული თაობა. ესენი  არიან დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი ახალგაზრდები, ვისზეც პროპაგანდა საერთოდ არ მუშაობს, რადგან ყველაფერს კარგად ხედავენ, კანონსაც  კითხულობენ და მზად არიან დისკუსიაში შევიდნენ ნებისმიერთან -  არგუმენტებით. მათ კარგად აქვთ გააზრებული რა საფრთხისშემცველია ქვეყნისთვის რუსული კანონი და ისიც კარგად ესმით, რომ ამით ქვეყნის ევროპული გზიდან შემოტრიალება ხდება. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს გამოარჩევს ახალგაზრდების ორგანიზებულობა და კრეატიულობა. წამიერად შეუძლიათ ერთ მუშტად შეკვრა, ერთმანეთის დახმარება და სოლიდარობა.  ვინც აქციაზე ვერ მიდის, სოლიდარობას ახალგაზრდების მიმართ, სადაც არის იქ გამოხატავს და ღიად ამბობს - კი ევროპას და არა რუსულ კანონს. 

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი