არსებული ინფორმაციით, ბათუმში ავტოავარიას ბავშვი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას  4 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რა დროსაც ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, დედა-შვილი ტაქსით გადაადგილდებოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი