მოვითხოვთ ივანიშვილის, მთავრობის, 83 დეპუტატისა და იმ პოლიციელების დასანქცირებას, ვინც მოქალაქეებზე ძალადობს | ქართველმა ემიგრანტებმა სახდეპთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს!" - აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. 4 მაისს ემიგრანტები ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებენ, რომ სანქციები დაუწესდეს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, იმ 83 დეპუტატს, რომლებიც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს და სპეცრაზმს, რომლებიც მშვიდობიან მომიტინგეებს არბევს.

"ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები შევიკრიბეთ სახელმწიფო დეპარტამენტის შენობის წინ, გავაცანით ჩვენი ოფიციალური მოთხოვნების სია, რომელიც მოიცავს ბიძინა ივანიშვილის, მისი მთავრობის, 83 დეპუტატის და ყველა იმ პოლიციელის, ვინც ბრუტალურად ძალადობს მოქალაქეებზე, მათი დასანქცირება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აქ შეკრებილმა ადამიანებმა და გადაეცემა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს. ქართული დიასპორა ამერიკაში მხარს უჭერს და დი პატივისცემას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც რუსთაველზე დღეს იცავს საქართველოს მომავალს. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მხარი დაგვიჭიროს ქმედითი ნაბიჯებით, საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებაში და რუსიფიკაციის აღკვეთაში," - ამბობს ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე კი აღნიშნავს, რომ ამერიკაში მყოფი ქართველები, ყველა ქმედით ნაბიჯს გადადგამენ იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ევროპული მომავალი იყოს დაცული. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი