"ქართული ვერსია გამომდინარეობს თავად აშშ-ში, საფრანგეთსა და რიგ დასავლურ ქვეყნებში მიღებული ნორმატიული-სამართლებრივი აქტებისგან" | კრემლისა და "ოცნების" იდენტური პროპაგანდა რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა, საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ის ამტკიცებს, რომ მოქალაქეებზე გავლენას "დასავლური პროპაგანდა" ახდენს, ხოლო რუსეთის კვალი კანონპროექტის ინიციირებაში არ არსებობს.

ზახაროვა რუსული კანონის "ქართულ ვერსიას" აქებს და, "ქართული ოცნების" მსგავსად, აცხადებს, რომ ის დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ხოლო "ქართული კანონპროექტი" მათთან შედარებით "რბილია."

"რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან. არც ქვეყნის ევროინტეგრაციის გეგმებთან და არც იმ დრამატულ მოვლენებთან, რომლებსაც მთელი მსოფლიო ხედავს. ვნახე, რომ მომიტინგეების ნაწილი რატომღაც, როგორც ჩანს, დასავლური პროპაგანდის მცდელობებისადმი მგრძნობიარე აღმოჩნდა, მოეძებნათ რუსული კვალი იქ, სადაც ის საერთოდ არაა. ზოგიერთმა მათგანმა თავს იმის უფლებაც კი მისცა, რომ რუსეთის სახელმწიფოს სიმბოლიკა მასხრად აეგდოთ. შეიძლება ეს ვინმეს პროვოკაციაა, დასანანია. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ითქვა, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას. კანონის ქართული ვერსია გამომდინარეობს თავად შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და რიგ სხვა დასავლურ ქვეყანაში მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისგან და სხვათა შორის, ბევრად უფრო რბილი ფორმისაა," - ამბობს ზახაროვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი