"ჟუჟუნა წვიმამ ჩვენი ერთობის ველი დანამა" | რუსთაველზე მორიგი აქცია დღეს, 19:00 საათზე გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ჟუჟუნა წვიმამ ჩვენი ერთობის ველი დანამა," - რუსული კანონის საწინააღმდეგო მორიგი აქცია, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 5 მაისს, 19:00 საათზე ისევ გაიმართება. ინფორმაციას "თავისუფალი საზოგადოება" ავრცელებს.

მოქალაქეები საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ - ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და არა რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის ღამეს ახალგაზრდები რუსთაველზე ქაშვეთის ეკლესიაში შეხვდნენ და დღესასწაული ერთად აღნიშნეს. 

ფოტო: თავისუფალი საზოგადოება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი