გმირთა მოედანზე დაკავებულების ნაწილმა საპატიმრო დატოვა | შსს-მ ისინი სასამართლოს გარეშე გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, გმირთა მოედანზე დაკავებული აქტივისტების ნაწილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი ცოტახნის წინ დატოვა. პოლიციის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლით დაკავენულები შსსმ სასამართლოს გარეშე გაათავისუფლა. ახლა პატიმრობაში კიდევ ერთი აქტივისტი რჩება, რომელსაც, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ. გათავისუფლებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ღიად საუბრობენ და სამართლებრივ დაბას აპირებემ იმ პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც აქციაზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შეიტანა სასამართლოში შუამდგომლობები და სასამართლო პროცესები არ ჩაინიშნა და ეს ერთადერთზე მეტყველებს მხოლოდ - არ უნდათ სისტემამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანახოს ხალხს, თუ როგორ გაუსწორდა დაკავებულებს, რადგან მათ ეტყობათ მრავლობითი დაზიანებები და არ უნდა, რომ ეს საზოგადოებამ ნახოს", - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი