ორი საქართველო | Post Factum-ის ექსპერიმენტი და 10 კითხვა აქციის და კონტრაქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

ვნების კვირა ორშაბათის კონტრაქციით დაიწყო, როცა ხელისუფლებამ რეგიონებიდან ორგანიზებულად და უმეტეს შემთხვევაში, იძულებით ჩამოიყვანა თბილისში ადამიანები. ამ ფორმით "ქართული ოცნება" ისევ შეეცადა საზოგადოების დაპირისპირებულ ბანაკებად წარმოჩენას და პოლარიზაციის გაღრმავებას. რამდენად გამოუვიდა ეს ყველაფერი, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე სახლში წასული ხალხის ნაკადით მიხვდებით. მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ განსხვავებების პოვნას ჩვენივე მოქალაქეებთან. უფრო პირიქით, ჩვენი ჟურნალისტები ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე და რუსული კანონის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციაზე ერთი და იგივე კითხვებით მივიდნენ. დანარჩენი თავად განსაჯეთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი