"საქართველო რომ პუტინის გზაზე არ წავიდეს, ქვეყნის რუს მარიონეტებს სანქციები უნდა დაუწესეთ" | კრამერისა და კელის სტატია

გამოქვეყნდა:

"საქართველო რომ პუტინის გზაზე არ წავიდეს, ქვეყნის რუს მარიონეტებს სანქციები უნდა დაუწესეთ", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა The Hill. სტატია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნისა და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორის დევიდ კრამერისა და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის ავტორობით ქვეყნდება. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ქართველმა მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც "ქართული ოცნების" მმართველი ძალაა, ორშაბათს, საკუთარ გამოსვლაში "არსებითად გამოუცხადა ომი შეერთებულ შტატებსა და ევროპას" საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დახმარების კუთხით. 

სტატიაში წერია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში არალიბერალურად მოქმედებდა, 100 000-ზე მეტი ქართველი გარეთ პროტესტის ნიშნად, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მათ მიერვე წარმოდგენილმა კანონმა გამოიყვანა.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამარცხვინო კანონის მსგავსად, ის აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან დახმარებას იღებენ, გამოაცხადონ თავი უცხოელ აგენტებად", - წერია სტატიაში. 

სტატიის ავტორები წერენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 80% მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას უჭერს, საქართველოს მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს: "დასავლეთი ქართველების იმ 80%-ის გვერდით უნდა დადგეს და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიჰყავს".

"ივანიშვილისა და კობახიძის გარდა, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილონ ყველა ქართველი პარლამენტარი, რომ კანონპროექტს მხარდაჭერა მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს", - წერია სტატიაში.

დევიდ კრამერი და იან კელი ასევე წერენ, რომ ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. 

"სიტყვებს მოქმედებები უნდა მოჰყვეს. დასავლური მთავრობები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტად პასიურები იყვნენ, რადგან "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა რუსეთთან არადემოკრატიული მიმართულებით მიიყვანა... შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დააწესონ სანქციები იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მუქარისა და ძალადობის გამოყენებაში მათ მიმართ, ვისაც სურს საქართველო შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლეთს. ის უნდა დაიწყოს ოლიგარქი ივანიშვილით, რომელიც ძალაუფლების ყველა სადავის ხელში ჩაგდებასა და ქართველი ხალხის მისწრაფებების ჩაშლას ცდილობს", - ნათქვამია სტატიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი