არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი...ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტერს შორის უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ! | პრეზიდენტი ოკუპანტებზე

გამოქვეყნდა:

"ეგრეთწოდებული ერთორწმუნე და ვითომცა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცეებს მეგობრები და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!"

წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, რამაზ ბეღელურის, გატაცებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ბეღელური 29 აპრილს გაიტაცეს. ის უკანონო პატიმრობაში მეხუთედ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ბეღელური ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი