"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს" | რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას რომში იტალიელი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

"არა რული კანონს!" - ეს შეძახილები იტალიის ქალაქებშიც ისმოდა. რომში გამართულ ემიგრანტების აქციას იტალიელი პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომლებიც ითხოვენ არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ გვესმის რამდენად რთულია სიტუაცია იქ და ისიც ვიცით, რომ ასეთი რთული სიტუაცია იყო საუკუნეების განმავლობაში. იმიტომ, რომ თქვენ ხართ ბევრი სხვადასხვა კულტურის შუაგულში. ჩვენ თქვენგან ვსწავლობთ რას ნიშნავს იყო ევროპელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა აქ რომში ვართ. დემოკრატია ზოგჯერ კარგად არ მუშაობს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე იყოს ერთი ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, წარმატებებს გისურვებთ და მოგიწოდებთ, რომ იყოთ მაქსიმალურად მშვიდობიანები. ჩვენ ვეცდებით, რომ აქ თქვენი ხმა ვიყოთ," - აცხადებს ანდრეა მასერონი, იტალიური პოლიტიკური პარტიიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი