როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა, არ გაჩერებულა, ის არც უკრაინაში გაჩერდება | ჯეფრისი

გამოქვეყნდა:

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატები ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისმა განაცხადა, რომ აშშ-მა  უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, რათა თავიდან აიცილოს უფრო ფართო ომი.

ჯეფრისს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს საბჭოთა კავშირის ხელახლა შექმნას და ამით NATO-ს მოკავშირეებს საფრთხეს შეუქმნის.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ უკრაინას დაცემას. თუ ასე მოხდა, მაშინ, დიდი ალბათობით, აშშ-ს მოუწევს კონფლიქტში ჩართვა - არა უბრალოდ ჩვენი ფულით, არამედ ჩვენი სამხედროებით...თუ ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ შეჩერდება. ვლადიმერ პუტინი შეიჭრა საქართველოში, მაგრამ ის არ შეჩერდა საქართველოში, ის შევიდა ყირიმში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ყირიმს არ ეხებოდა, რადგან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე შეიჭრა. უნდა გვჯეროდეს, რომ ასეთი თანმიმდევრული აგრესიის ფონზე, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება? რა თქმა უნდა, არა. მოდით, ნუ დავუჯერებთ მის სიტყვებს, დავუჯეროთ მის მოქმედებებს და მისი მოქმედებები გვთავაზობს, რომ მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რაც საფრთხეს შუქმნის NATO-ს მოკავშირეებს და ლოგიკური შედეგებით გამოიწვევს ამერიკული ჯარების ბრძოლაში ჩართვას," - განაცხადა ჯეფრისმა CBS-თან ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი